26 Nisan 2023 Çarşamba

ვირტუალური რეალობა

 

ვირტუალური რეალობა

თამაში რომელიც ნამდვილ პარალელურ სამყაროში გაგრძნობინებთ თავს



ალბათ არასოდეს წახვალთ მარსზე, იცურებთ დელფინებთან ერთად, გაირბენთ ოლიმპიადაზე 100 მეტრს ან იმღერებთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. მაგრამ თუ ვირტუალური რეალობა მის პირობას შეასრულებს, თქვენ ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ და უფრო მეტისაც ამისთვის კი სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ. რეალური სამყაროსგან განსხვავებით, ვირტუალური რეალობა გულისხმობს სიმულაციას ჩვენი სამყაროს ბიტების (ან საერთოდ წარმოსახვით სამყაროს) მაღალი წარმადობის მქონე კომპიუტერების გამოყენებით და სენსორული მოწყობილობების დახმარებით, როგორებიცაა ხელთათმანები და ჩაფხუტები. გარდა თამაშებისა და გასართობი საქმიანობისა, ის გამოიყენებოდა პილოტების საწვრთნელად და მეცნიერებს კომპლექსური პრობლემების დაძლევაში ეხმარება.
  ვირტუალური რეალობა (VR) ნიშნავს შეიგრძნო სამყარო და ნივთები კომპიუტერის დახმარებით, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. იდეა ახალი არ არის. თუ მოუსმენთ ინსტრუმენტალურ მუსიკას ან კლასიკურ მუსიკას თვალდახუჭული და იოცნებებთ საგნების შესახებ, ესეც ვირტუალური რეალობის მაგალითია – შეგრძნება სამყაროსი რომელიც რეალობაში არ არსებობს? დაკარგეთ თქვენი თავი წიგნში ან ფილმში? ესეც ვირტუალური რეალობის სახეა? თუ ჩვენ გვსურს გავიგოთ თუ რატომ არ არის წიგნები, ფილმები, ნახატები და მუსიკის ნაწყვეტები ვირტუალური რეალობა, ჩვენ დაგვჭირდება ვირტუალური რეალობის Vr-ის სუფთად განმარტება და განსაზღვრა. ჩვენ განვსაზღვრავთ მას, როგორც: დამაჯერებელ 3დ ინტერაქტიულ კომპიუტერის მიერ შემნილ სამყაროდ, რომელიც შეგიძლიათ შეისწავლოთ, გრძნობთ თითქოს ნამდვილად იქ იმყოფებით, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად.

ვირტუალური რეალობა არის: დამაჯერებელი, ინტერაქტიული, კომპიუტერის მიერ გენერირებული, გამოკვლევადი და იმერსიული. ჩამოთვლილი ხუთივე კომპონენტი ერთიანად ქმნის ვირტუალურ რეალობას და ერთის გამოკლების შემთხვევაშიც კი ვირტუალური რეალობა არარეალური იქნება.

  ვირტუალური სამყარო როგორიცაა თამაში minecraft? ითვლება თუ არა ის ვირტუალურ რეალობად? ისინი ჩვენი კრიტერიუმებიდან 4-ს აკმაყოფილებენ (დამაჯერებელია, ინტერაქტიულია,კომპიუტერის მიერაა შექმნილი და შესწავლადია), მაგრამ მეხუთეს ვერ აკმაყოფილებენ, ისინი სრულ იმერსიას ვერ ანხორციელებენ.

  ვირტუალური რეალობის თამაშებზე მოთხოვნადობამ დააჩქარა ამ სფეროში არსებული ტექნოლოგიების დახვეწა განვითარება, დღესდღეობით გამოგონილი ტექნიკა რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ვირტუალურ რეალობაში ყოფნისას ყველა მოძრაობის განხორციელება ისე რომ ოთახში არსებული ნივთები არ დააზიანო ან კედელკს არ დაეჯახო, რის საშუალებასაც მისი წინამორბედი ტექნოლოგია ვერ იძლეოდა.

            ძველი ვერსია                                        ახალი ბოლო ვერსია





Hiç yorum yok:

Yorum Gönder